ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის მაგისტრანტების გამოსაშვები საღამო

ბოტანიკურ ბაღში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრების გამოსაშვები საღამო გაიმართა.

საგანგებოდ შეკერილ მანტიებში გამოწყობილ 167 მაგისტრს სწავლის დამთავრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ მიულოცა, მათ შრომის ბაზარზე წარმატებები უსურვა და განუცხადა, რომ მოხარული იქნება მათი დოქტორანტურაში ხილვით.

სამაგისტრო და სადოქტორო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით აფრასიძემ კი მაგისტრებს ურჩია, კარგად დაფიქრებულიყვნენ, რადგან დოქტორანტურა განსაკუთრებულ შრომასა და უნარებს მოითხოვს.

ღონისძიების საპატიო სტუმარი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე  გოკა გაბაშვილი გახლდათ. მაგისტრანტების სახელით  წელს სიტყვით რუსუდან ჩხეიძე წარსდგა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლებს.

საღამოს არაფორმალურ ნაწილში მაგისტრანტებისა და სტუმრების  წინაშე  რობი კუხიანიძე და ჯგუფი ”აუტსაიდერი” წარსდგა.

ბანერები