ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ლიტერატურული პრემია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია ”საუკეთესო ქართული რომანი 2009-2010” მწერალ აკა მორჩილაძეს გადაეცა რომანისთვის ”მამლუქი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; 2009).  გამარჯვებული 30 დეკემბერს წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” გამოვლინდა.

2009-2010 წლებში გამოცემული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით - 10 000 ლარით დაჯილდოვდა.

ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კონკურსი 29 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობდა სულ 20 რომანი, მათ შორის ლაშა ბუღაძის ”ლიტერატურული ექსპრესი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), ბასა ჯანიკაშვილის ”აბსურდისტანი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), დავით დეფი გოგიბედაშვილის ”ბაღები” (გამომცემლობა ”სიესტა”), დათო ტურაშვილის ”ამერიკული ზღაპრები” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), ზაზა ბურჭულაძის ”ადიბასი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) და სხვა.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალური იყო და მხოლოდ გამარჯვებულის დასახელების შემდეგ გახდა ცნობილი. ჟიურის წევრებმა ინდივიდუალურად შეაფასეს რომანები საერთო შკალის მიხედვით. გაიმარჯვა იმ ნაწარმოებმა, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა მიიღო.

ბანერები