ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ლიტერატურული პრემია

ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2009-2010 წლებში ქართულ  ენაზე გამოქვეყნებული საუკეთესო რომანის გამოსავლენად.

კონკურსი საზეიმოდ გამოცხადდა 29 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმში.

კონკურსის პირობების თანახმად, საკონკურსო ნაწარმოები გამოქვეყნებული უნდა იყოს 2009-2010 წლებში. ჟიურის წევრები ინდივიდუალურად  შეაფასებენ ნაწარმოებს საერთო შკალის მიხედვით. კოლეგიალური გადაწყვეტილების მიღება არ არის გათვალისწინებული. გაიმარჯვებს ის რომანი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას მიიღებს. ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია. მის შემადგენლობაში შედიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

გამარჯვებული 2010 წლის 30 დეკემბერს წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” დასახელდება.

ბანერები