


ილიაუნის კიდევ ერთი წარმატება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერიტეტების აკადემიური რეიტინგის მიხედვით 217 ადგილით დაწინაურდა
ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს მსოფლიო რეიტინგებში წინსვლას მსოფლიო უნივერსიტეტები აკადემიურ რანჟირების webometrics.info მიხედვით ილიაუნი საქართველოში პირველ, ხოლო ევროპაში 577-ე ადგილზეა.
მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიური რანჟირების webometrics.info მიერ დღეს გამოქვეყნებული რეიტინგებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოში 1604-ე ადგილს, ხოლო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში 84 -ე ადგილს იკავებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უნივერსიტეტების აკადემიური რანჟირების 2012 წლის დეკემბრის შედეგები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა - მსოფლიო რანჟირების მიხედვით 217 ადგილით, ხოლო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების რანჟირების მიხედვით 53 ადგილით დაწინაურდა.
2012 წლის მონაცემებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოში 1821-ე ადგილს, ხოლო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში 137 -ე ადგილს იკავებდა.
Webometrics-ის მიერ მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიური რანჟირების კრიტერიუმები (http://www.webometrics.info/en/Methodology):
Webometrics-ი მეთოდოლოგია
Webometrics-ი, იგივე ვების რანჟირება, უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების ყველაზე მასშტაბური აკადემიური რანჟირებაა. ეს არის დამოუკიდებელი, ობიექტური, თავისუფალი და ღია სამეცნიერო პროექტი, რომელსაც 2004 წლიდან, ყოველ 6 თვეში ერთხელ ახორციელებს ესპანეთის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს (Spanish National Research Council, CSIC) კიბერმეტრიკსის ლაბორატორია (Cybermetrics Lab). პროექტის მიზანია სანდო, მრავალგანზომილებიანი, განახლებული და საჭირო ინორმაციიის უზრუნველყოფა მსოფლიოს უნივერსიტეტების ინტერნეტ სივრცეში ხილვადობის და გავლენის შეფასების გზით.
ისტორია
კიბერნეტიკის ლაბორატორია აკდემიური ინტერნეტ სივრცის - ვების შეფასების რაოდენობრივ კვლევებს გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ახორციელებს. შეფასების პირველი ინდიკატორი 1996 წელს ბეილფელდის EASSST/4S კონფერენციაზე იქნა წარმოდგენილი. ევროპული უნივერსიტეტების ვებ მონაცემების შეგროვება ხორციელდება 1999 წელს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით EICSTES პროექტის ფარგლებში. მონაცემების შეგროვება დაიწო 1994 წელს განხორციელებული scientometrics პროექტის შემდეგ, რომლის შესახებაც მოხსენება გაკეთდა International Society for Scientomentrics and Infometrics (ISSI, 1995-2011) და სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინდიკატორების (International Conferences on Science and Technology Indicators, STI-ENID, 1996-2012) საერთაშორისო კონფერენციებზე და ინფორმაცია გამოქვეყნდა მაღალ იმპაქტ-ფაქტორის ჟურნალებში: Journal of Informetrics, Journal of the American Society for Information Science and Technology, Scientometrics, Journal of Information Science, Information Processing & Management, Research Evaluation. 1997 წელს დავიწყეთ Cybermetrics-ის რეფერირებადი ჟურნალის ღია ელექტრონული გამოცემა, რაც განკუთვნილია Webometrics-თან დაკავშირებული სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებისათვის.
2003 წელს, შანხაის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი მსოფლიოს უნივერსიტეტების აკადემიური რანჟირების (Academic Ranking of World Universities (ARWU) გამოქვეყნებისთანავე, ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვეზირებინა ლიუს და მისი გუნდის მიერ შემოთავაზებული ძირითადი ინოვაციები. რანჟირების შედგენა უნდა მომხდარიყო საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე, ცვლადების გაერთიანებით შედგენილ ინდოკატორში და ჭეშმარიტად გლობალური დაფარვით. Webometrics-ის პირველი აკადემიური რანჟირება 2004 წელს გამოქვეყნდა, 2006 წლიდან რანჟირება ხორციელდება წელიწადში ორჯერ, ხოლო 2008 წლიდან პორტალი მოიცავს სამეცნიერო ცენტრებს, საავადმყოფოებს, კვლევის ინსტიტუციურ საცავებს და ბიზნეს სკოლებს.
მიზნები და მოტივაცია
რანჟირების ძირითადი მიზანია ინტერნეტ-სივრცეში უნივერსიტეტების აკადემიური ხილვადობის ხელშეწყობა და უნივერსიტეტების მიერ შექმნილ სამეცნიერო და კულტურულ ცოდნაზე ფართო საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, რანჟირების შედეგად გამოქვეყნებული ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული ინსტრუმენტია აკადემიურ სამყაროში ცლილებების სტიმულირებისა და კონსოლიდირებისათვის, მეცნიერების ძალისხმევის გაზრდისა და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავებისთვის.
რანჟირება არ ისახავს მიზნად უნივერსიტეტის ვებ-გვერდების შეფასებას მისი დიზაინის ან შინაარსის გამოყენებადობისა და პოპულარობის ინდექსის მიხედვით, წვდომის ან ვიზიტორების რაოდენობაზე დაყრდნობით. ვებ ინდიკატორები აღიქმება სარწმუნო წყაროდ უნივერსიტეტების გლობალურ დონეზე საქმიანობის სწორი, ყოვლისმომცველი, ღრმა შეფასებისას, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტი საქმიანობის და შედეგების, ასევე შესაბამისობისა და გავლენის შეფასებას.
საბოლოო ჯამში, რანჟირება სანდო და შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ინტერნეტში არსებული მონაცემები უნივერსიტეტის საქმიანობას ზედმიწევნით სწორად ასახავს. 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში, მსოფლიო ქსელი მთავარი გასაღებია ნებისმიერი უნივერსიტეტის სამომავლო მისიისთვის, რადგანაც ის არის სამეცნიერო კომუნიკაციის მთავარი ინსტრუმენტი, დისტანციური სწავლების სამომავლო არხი და საზოგადოების ჩართულობის გასაზრდისთვის ძირითადი ფორუმი. ის წარმოადგენს უნივერსალურ სადემონსტრაციო სივრცეს ტალანტების, ფინანსური და სხვა რესურსების მოზიდვისათვის.
ფილოსოფია და დასაბუთება
Webometrics-ი თითოეულ გამოცემაში აქვეყნებს უნივერსიტეტების უნიკალურ რანჟირებას, რაც ეფუძნება სხვადსხვა მაჩვენებლის კომბინაციას. ინდიკატორების კომბინაცია არის დაკვირვებული კვლევის შედეგი და არა იმ მომხმარებელთა ინდივიდუალური არჩევანი, რომელთაც შესაძლოა არ აქვთ შესაბამისი სფეროს საკმარისი ცოდნა. სხვა გამომცემლები ახორციელებენ განსხვავებულ რანჟირებებს ზუსტად იმავე ინფორმაციის სხვა სახით გამოყენებით, რაც სრულიად უსარგებლოა და ძალიან დამაბნეველი.
Webometrics-ი არის მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტის რანჟირება. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ განვითარებული ქვეყნების რამდენიმე ასეული უნივერსიტეტით. რა თქმა უნდა, „მსოფლიო დონის“ უნივერსიტეტები არ წარმოადგენენ მცირე ზომის, ვიწრო სპეციალიზაციის სასწავლებლებს.
Webometrics-ი მუდმივად ცდილობს სრულყოს რანჟირების მეთოდოლოგია, შეცვალოს ან განავითაროს ახალი მაჩვენებლები და შეფასების მოდელი უკეთესი კლასიფიკაციის უზრუნველყოფის მიზნით. სამარცხვინოა, რომ ზოგიერთი რანჟირების სისტემა მომდევნო გამოცემებში მონაცემების სტაბილურობას ინარჩუნებს, არ ასწორებს ცდომილებებს და არ ხვეწს ინდიკატორებს.
იმ არა-მომგებიანი კომპანიების მიერ ჩატარდებულ რანჟირებებს, რომლებიც რანჟირებას ან საკუთრ ბიზნესად აქცევენ, ან ძლიერი პოლიტიკური კავშირები აქვთ, რაც რანჟრებაზე აისახება, ფრთხილად უნდა მოვეპყროთ.
მხოლოდ კვლევის მონაცემების (ბიბლიომეტრიულ) შეფასებაზე აგებული რანჟირების მოდელები არაობიექტური და ტენდენციურია ისეთ დისციპლინებთან მიმართებაში, როგორებიცაა ტექნოლოგიები, კომოპიუტერული, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, რაც სტანდარტული, დიდი უნივერსიტეტების შემთხვევაში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ნახევარზე მეტს მოიცავს. Webometrics-ი ითვალისწინებს არა მხოლოდ უნივერსიტეტის სამეცნიერო გავლენას, ასევე ირიბად ზომავს სხვა მისიებსაც, როგორიცაა სწავლება ან ე.წ. მესამე მისია, როგორიცაა ინდუსტრიაში ინტექნოლოგიური ტრანსფერის ეკონომიკური შესაბამისობა, საზოგადოების ჩართულობა (სოციალური, კულტურულ და გარემოსდაცვითი როლები) და პოლიტიკური ზეგავლენაც კი.
Webometrics-ი ხარისხიანი შეფასების უზრუნვეყოფის მიზნით იყენებს ბმულების ანალიზს, რაც გაცილებით ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტია, ვიდრე ციტირების ანალიზი ან გლობალური კითხვარები. პირველ შემთხვევაში, ბიბლიომეტრია ითვლის მხოლოდ კოლეგებს შორის ფორმალურ აღიარებას, მაშინ როდესაც ბმულების ანალიზი მოიცავს არა მარტო ბიბლიოგრაფიულ ციტირებას, არამედ გარე პირების ჩართულობას უნივერსიტეტის საქმიანობაში. რაც შეეხება გამოკითხვებს, ეს მსოფლიო რანჟირებისათვის შეუფერებელი ინსტრუმენტია, რადგან არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელსაც ექნება ღრმა (რამდენიმე სემესტრი ბევრ სასწავლებელში), მულტი-ინსტიტუციური (რამდენიმე ასეული) და მულტი-დისციპლინარული (ზუსტი მეცნიერებები, ბიომედიცინა, სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგიები) გამოცდილება, მიღებული მსოფლიო უნივერსიტეტებების (სხვადასხვა კონტინენტის) რეპრეზენტაციულ რაოდენობაში.
კვლევის შედეგი ასევე არის Webometrics-ის მთავარი თემა, მაგრამ ის მოიცავს არა მხოლოდ ფორმალურ მონაცემებს (ელექტრონულ ჟურნალებს, კვლევის ინსტიტუციონალურ საცავებს), არამედ ასევე არაფორმალურ სამეცნიერო კომუნიკაციას. ვებ პუბლიკაცია არის უფრო იაფი საშუალება, რომელიც ამავდროულად ინარჩუნებს რეფერირების პროცესის მაღალ სტანდარტებს. ვებ პუბლიკაცია შეიძლება გავრცელდეს უფრო დიდ აუდიტორიაზე და შესთავაზოს წვდომა სამეცნიერო ცოდნაზე მკვლევრებს და ინსტიტუტებს, რომლებიც მდებარეობს განვითარებად ქვეყნებში. ასევე, ვებ პუბლიკაცია უზრუნველყოფს მეტ წვდომას ინფრომაციაზე სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის (ეკონომიკური, ინდუსტრიული, პოლიტიკური და კულტურული დაინტერესებული მხარეები).
ჩვენი მიზანია, უნივერსიტეტების და მკვლევარების წახალისება და მათი ინტერნეტ ხილვადობის გაზრდა, რათა უკეთ ასახონ საკუთარი საქმიანობა. თუ სასწავლებლის ვებ აქტიურობა და ხილვადობა უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხთან და აკადემიურ დონესთან თანხვედრაში არ არის და შედარებით დაბალ რეიტინგშია, სასწავლებლის ადმინისტრაციამ საჭიროა გადახედოს ინსტიტუციურ ვებ-პოლიტიკას ელექტრონული პუბლიკაციების რაოდენობისა და ხარისხის გაზრდის კუთხით.
Webometrics-ის რეიტინგებში გამოქვეყნებული ინფორმაცია სასარგებლოა კონკრეტული უნივერსიტეტით დაინტერესებული სტუდნეტებისათვის, რადგან გამოქვეყნებული ინფორმაცია თანხვედრაშია განათლების ხარისხთან და აკადემიურ პრესტიჟთან. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ სასწავლებლის არააკადემიური მახასიათებლები.
შედგენილი ინდიკატორები და ვებ იმპაქტ ფაქტორი
შანხაის მსოფლიო რანჟირების სისტემის მნიშვნელოვან წვლილად შეიძლება ჩაითვალოს შედგენილი ინდიკატორის (composite indicator) შემოღება, რომელიც სხვადასხვა მოცულობით აერთიანებს რიგ ინდიკატორებს. ტრადიციული ბიბლიომეტრული ინდექსები დაფუძნებულია ისეთ შეფარდებაზე როგორიცაა გარფილდის ჟურნალის იმპაქტ ფაქტორები, რომელიც ეყრდნობა მონაცემების ხარისხობრივ განაწილებას და რთული და მასშტაბური სცენარების აღწერისას უსარგებლოა. ინგუერსენის (Ingwersen) 1997 წლის ინიციატივა ვებ იმპაქტ ფაქტორის შეფასების (Web Impact Factor, WIF) მსგავსი სისტემის შექმნაზე, რომელიც ბმულების და ვებ-გვერდების შეფარდებას (L/W Ratio) ნახავდა ასევე განწირული აღმოჩნდა მათემატიკური არტეფაქტების წარმოქმნის გამო.
შანხაის მოდელზე დაყრდნობით ჩვენ შევქმენით ინდიკატორი, L/W შეფარდების გარდაქმნის გზით შემდეგ ფორმულად aL=bW, სადაც L და W წინასწარ ნორმალიზებული ცვლადებია და a და b არის წონები დამატებული 100%. WIF მოდელს ბევრი ნაკლი აღმოაჩნდა, ამიტომაც უარი ვთქვით მის გამოყენებაზე. შედგენილი ინდიკატორი შესაძლებელია გაკეთდეს სხვადასხვა ცვლადისა და წონების კომბინაცით საჭიროების შესაბამისად.
ინდიკატორების დიზაინი და წონების მინიჭება
Webometrics-ი შედგენილი ინდიკატორის შესაქმნელად „a-priori“ სამეცნიერო მოდელს იყენებს. სხვა რანჟირების სისტემები ირჩევენ შემთხვევით წონებს მკაცრად დამოკიდებული ცვლედებისათვის და მეტიც, შედგენილი ცვლადების მისაღებად ორ სხვადასხვაგვარად მიღებულ ცვლადს, წმინდა სიდიდესა და პროცენტულ წილს, აჯამებენ. არც ერთი არ ჯდება საქმიანობის და გავლენის ცვლადების ლოგიკური თანაფარდობის მოდელში ისე, რომ, მაგალითისთვის, თითოეული ჯგუფი წარმოადგენდეს მთელი წონის 50 პროცენტს. ზოგიერთი ცვლადის შემთხვევაში, უნივერსიტეტების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აქვს ნულზე დიდი მაჩვენებელი, სხვა ცვლადებში კი უნივერსიტეტები იმდენ მცირე ჯგუფად არის დაყოფილი, რომ ჯგუფებს შორის განსხვავება ცდომილებაზე დაბალია.
ცვლადების დაჯამებამდე საჭიროა მათი ნორმალიზება, მაგრამ პროცენტების გამოყენების პრაქტიკა, როგორც წესი, მცდარია მონაცემების ხარისხობრივი განაწილების გაუთვალისწინებლობის გამო.
Webometrics-ი ცვლადების შეჯამებამდე, მათ ლოგარითმულად ნორმალიზებას ახდენს ისე, რომ შეფარდება საქმიანობა/ვებ აქტიურობა და ხილვადობა/გავლენა ჯგუფებს შორის 1:1 გახდეს.
მიმდინარე შედგენილი ინდიკატორი მოიცავს შემდეგს:
ხილვადობა (50%)
გავლენა. შინაარსის ხარისხი შეფასებულია „ვირტუალური რეფერენდუმის“ მეშვეობით, რაც ითვალისწინებს უნივერისტეტის ვებდომეინში გარედან შემოსული ყველა ბმულის რაოდენობას. ეს ბმულები მიუთითებენ უნივერსიტეტის პრესტიჟზე, აკადემიურ დონეზე, ინფორმაციის ღირებულებაზე და სერვისის გამოყენებაზე მსოფლიოს მაშტაბით მილიონობით ვებ რედაქტორების შეფასებით. ინფორმაცია ბმულების ხილვადობის შესახებ შეგროვილია ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პროვაიდერისგან: Majestic SEO და AHREFS. ორივე პროვიადერი საკუთარი საძიებო პროგრამების გამოყენებით ქმნის სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენო ერთად - შეცდომების გასასწორებლად და გამოტოვებული ადგილების შესავსებად. ეს ინდიკატორი შედგება შემავალი ბმულების კვადრატული ფესვის და ამ შემავალი ბმულების წარმომქმნელი დომეინების რაოდენობის ჯამისგან. ასე რომ, მხოლოდ ლინკის პოპულარობა კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ - და კიდევ უფრო მეტადაც - ლინკის მრავალფეროვნება. ნორმალიზებული შედეგების მაქსიმუმი არის გავლენის ინდიკატორი.
აქტიურობა/ხილვადობა (50%)
რა სიხშირით ფიგურირებს გვერდი (1/3). ეს არის მთლიანი რაოდენობა ვებგვერდებისა, რომლებიც განთავსებულია მთავარ ვებდომეინზე (ყველა ქვე-დომეინის და დირექტორიის ჩათვლით) ყველაზე მსხვილი კომერციული საძიებო სისტემის Google-ის მიხედვით. ის ითვლის ყოველ გვერდს, რომლის ფორმატსაც ცნობს Google, როგორც სტატიკურ, ასევე, დინამიურ გვერდებს და სხვა rich-ფორმატის ფაილებს. შეუძლებელია გქონდეს ძლიერი წარმომადგელობითობა, თუკი შენს ყველა წევრს არ შეაქვს ამაში წვლილი, რადგან საუკეთესო უნივერსიტეტებს აქვთ შესაძლებლობა, გამოაქვეყნონ მილიონობით ვებ გვერდი. სხვადასხვა ენაზე ერთი და იმავე დომეინის განსხვავებულ დომეინებად წარმოდგენა, ან მარკეტინგული მიზნებისთვის ალტერნატიული დომეინების არსებობა ამ ინდიკატორის მიხედვით მინუსად ითვლება; ასევე, ეს ძალზე დამაბნეველია გარე მომხარებლისათვის.
ღიაობა (1/3).
ეს ინდიკატორი მოიცავს კვლევის ინსტიტუციონალური საცავების შექმნის გლობალურ ინიციატივას, რაც ითვალისწინებს, აკადემიური საძიებო სისტემის Google Scholar-ის მიხედვით, ამ მიზნით არსებულ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული rich-ფორმატის ფაილების (pdf, doc, docx, ppt) რაოდენობას. ინდიკატორში გათვალისწინებულია საერთო ფაილების რაოდენობა და სწორი დასახელების მქონე ფაილების რიცხვი („სწორ“ დასახელებაში იგულისხმება, მაგალითად, Adobe Acrobat ფაილი, რომელსაც ბოლოში უნდა ჰქონდეს სუფიქსი „.pdf“). ეს ინდიკატორი ითვალისწინებს ყველა ახალ პუბლიკაციას, რაც გამოქვეყნდა 2008-2012 წლებში.
საუკეთესო აკადემიური დონე (1/3).
მაღალი იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნებული აკადემიური ნაშრომები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უნივერისტეტების რანჟირების პროცესში. ნაშრომების საერთო რაოდენობის დათვლამ შეიძლება მცდარ დასკვნამდე მიგვიყვანოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევზღუდეთ აღნიშნული ინდიკატორი და ვითვალისწინებთ მხოლოდ საუკეთესო პუბლიკაციებს: ანუ, მოცემული ინდიკატორი ითვლის უნივერსიტეტის სახელით გამოქვეყნებულ იმ სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამის სამეცნიერო მიმართულებებში ყველაზე ციტირებადი პუბლიკაციების 10 %-ის ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ინდიკატორი ზომავს კვლევითი ორგანიზციების მაღალი ხარისხის შედეგებს, მონაცემების მომწოდებელმა Scimago ჯგუფმა მოანიჭა არა-ნულოვანი ღირებულება 5200-ზე მეტ უნივერსიტეტს (2003-2010 წლებში გამოქვეყნებების მიხედვით). შემდგომ გამოცემებში განსაზღვრულია Scholar-ის და Scimago-ს მონაცემების დათვლის პერიოდების შეჯერება.
უპირატესობები და ნაკლოვანი მხარეები
დაფარვა. Webometrics-ი ყველაზე მაშტაბური აკადემიური რანჟირებაა, რაც მოიცავს სასწავლებლების დიდ რაოდენობას, თუმცა პროექტი არ ახდენს სასწავლებლების ინსტიტუციური ტიპის კლასიფიკაციას. პროექტში შედიან როგორც კვლევითი უნივერსიტეტები, ასევე პროფესიული სასწავლებლები და თეოლოგიური სემინარიები. დაინტერესებული პირებისთვის, რეიტინგებში ტექნიკურად შესაძლებელია საბ-რანჟირების ფუნქციის გამოყენება და მათი გაცალკევება.
უნივერსიტეტის მისია. უნივერსიტეტების სწავლების ფუნქციის პირდაპირი გაზომვა ფაქტიურად შეუძლებელია, შესაბამისად სუბიექტურ გამოკითხვებზე აგებული შეფასება, სტუდენტების და მასწავლებლების რაციოს გამოყვანა, კურსდამთავრებულთა დასაქმების შედეგების ანალიზი არ უნდა იყოს გათვალისწინებული.
Webometrics-ი ირიბად ზომავს უნივერსიტეტების სწავლების მისიას მათი ინტერნეტ სივრცეში აქტიურობის და ხილვადობის შეფასების გზით, რაც კავშირშია პროფესორ-მასწავლებლების ძალისხმევასთან სტუდენტებთან მუშაობის პროცესში. ეს მიდგომა არ არის უნივერსიტეტების სწავლების ფუნქციის გაზომვის იდეალური ინსტრუმენტი, მაგრამ აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად სასწავლებლებისთვის ვები მომავლის სივრცეა.
დიდი რიცხვები. შეგროვილი მონაცემების ხარისხი დამოკიდებულია არა მარტო წყაროზე, არამედ რაოდენობრივ მონაცემებზეც. მაგ.: სასწავლებლებს, რომლებსაც ნობელის პრემიის ერთზე მეტი ლაურეატი ჰყავთ, 200-ს არ აღემატება (1900 წლიდან მიღებული პრიზების გათვალისწინებით), რაც ართულებს მათ სწორ რანჟირებას. იგივე ეხება ციტირების მონაცემებს, რაც წარმოადგენს ყველაზე ძლიერ ბიბლიომეტრულ ინსტრუმენტს, რომელიც ასახავს ათასობით და ათი ათასობით მონაცემებს. ბმულების მონაცემები გაცილებით მასშტაბურია და საშუალოდ ორი ან სამი მაგნიტუდით აღემატება ციტირების მაჩვენებლებს. რასაკვირველია, ვებ ინდიკატორები უფრო მეტად „ხმაურიანნი“ არიან მაგრამ სტატისტიკურად ისინი უკეთ გამოიყენება ყველა ასპექტის და მაჩვენებლების გათვალისწინებისათვის და მოიცავს უფრო მეტ ინსტიტუციას.
ზომის (სასწავლებლის სიდიდის) ფაქტორი. ამ საკითხთან დაკავშირებით კამათი საჭირო არ არის. ყველაზე პოპულარული რანჟირების სისტემები, მათ შორის Webometrics-ი დამოკიდებულია ზომის ფაქტორზე, თუმცა ზომაში არ იგულისხმება სტუდენტებისა და მეცნიერების რაოდენობა (მაგ: ჰარვარდი ან მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ამ გაგებით დიდი ზომის ინსტიტუტებს არ წარმოადგენენ). იგულისხმება რესურსების სიმრავლე (მოცემული მომენტისთვის არსებული დაფინასება, რომელიც აისახება ინფრასტრუქტურაში, ლაბორატორიებში და ბიბლიოთეკებში). აღნიშნულ საკითხებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან არც ერთი რანჟირების სისტემა არ ზომავს სასწავლებლების რესურსების სიმრავლეს და მათი გამოყენების ეფექტურობას, არამედ ზომავს მათ გლობალ აკადემიურ დონეს და მაჩვენებელს. ქვეყნების ეკონომიკური სიმდიდრე შეიძლება გავზომოდ, როგორც ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით (ა.შ.შ., ჩინეთი, იაპონია), ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე (ლუქსემბურგი, ემირატები, ნორვეგია). ორივე ინდიკატორი სწორია, თუმცა მათი მიზნები განსხვავდება.
არასწორი დასახელებების გამოყენება. უნივერსიტეტის მმართველები მუდმივად ცდილობენ დააწრმუნონ სამეცნიერო ნაშრომების ავტორები, რომ სამეცნიერო პუბლიკაციებში იყოს გამოყენებული ავტორების სწორი ინსტიტუციური აფილიაცია. ვითარება კიდევ უფრო რთულია ვებ სივცეში, სადაც ასობით სასწავლებლები სარგებლობენ ერთი ცენტრალური დომეინით, ამავდროულად ინარჩუნებენ ძველ დომეინებს და ხშირად იყენებენ ალტერნატიულ დომეინებს საერთაშორისო (ინგლისური) ტექსტებით ან უზიარებენ დომეინებს მესამე მხარეებს. იმ უნივერსიტეტებს შორისაც კი, რომლებიც იყენებენ მხოლოდ ერთ დომეინს, ბევრი მათგანი ხშუირად ცვლის დომეინს, ხშირად უსაფუძვლოდ. უცნაური, მაგრამ საკმაოდ გავრცელებული სიტუაციაა, როცა ეს ცვლილება გულისხმობს ქვეყნის დომეინიდან „edu” დომეინზე გადასვლას (აღსანიშნავია, რომ „edu” დომეინი უმეტეს შემთხვევაში მიუთითებს ა.შ.შ. უნივერსიტეტზე!), მაშინაც კი როდესაც მოცემულ ქვეყანას აქვს ფიქსირებული აკადემიური შიდა დომეინი (მაგ.: edu.pl, edu.ua, ac.kr). ეს ცვლილებები და განსაკუთრებით რამდენიმე დომეინის გამოყენება ცუდ შედეგს გვაძლევს Webometrics-ი რანჟირების გამიოყვანის პროცესში. ბუნებრივია, ეს არის მცდარი პრაქტიკა, რომელიც ამცირებს უნივერსიტეტების ვებ ხილვადობას. სავარაუდოდ, ეს არ აისახება ძლიერად ადგილობრივ მოსახლეობაზე, მაგრამ არის დამაბნეველი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
არარსებული და არააკრედიტებული უნივერსიტეტები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს მონაცემებში არ მოხვდნენ არარსებული ინსტიტუტები. ჩვენ ვამოწმებთ ინსტიტუტების არსებობას ონლაინ და არსებულ საერთაშორისო ფილიალებს დამოუკიდებელი ვებ დომეინის და სუბ-დომეინის დასადგენად. მივესალმებით ნებიმსიერ რჩევას ამ საკითხთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:
Cybermetrics Lab - CSIC
Albasanz, 26-28
28037 Madrid. SPAIN