ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის კიდევ ერთი წარმატება


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერიტეტების აკადემიური რეიტინგის მიხედვით 217 ადგილით დაწინაურდა

 ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს მსოფლიო რეიტინგებში წინსვლას მსოფლიო  უნივერსიტეტები  აკადემიურ  რანჟირების  webometrics.info  მიხედვით ილიაუნი საქართველოში პირველ, ხოლო კონტინენტზე მე- 500 ადგილზეა.

მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიური რანჟირების webometrics.info მიერ დღეს გამოქვეყნებული რეიტინგებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოში 1604-ე ადგილს, ხოლო  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში 84 -  ადგილს იკავებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უნივერსიტეტების აკადემიური რანჟირების  2012 წლის დეკემბრის შედეგები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა - მსოფლიო რანჟირების მიხედვით  217 ადგილით,  ხოლო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების რანჟირების მიხედვით 53 ადგილით დაწინაურდა.

2012 წლის მონაცემებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოში 1930-ე  ადგილს, ხოლო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში 137 -ე ადგილს იკავებდა.

იხილეთ ბმული>>>

ბანერები