ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის გუნდი უნივერსიადა 2021-ის პრიზიორია

ახალი ამბები

დასრულდა საქართველოს უნივერსიადა 2021, რომელიც საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრება სპორტის 14 სახეობაში გაიმართა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრიჯნაოს მედალი. ამ შედეგით ილიაუნიმ საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ილიაუნელი პრიზიორები:

ოქროს მედალი

  • სალომე სოლაშვილი – მაგიდის ჩოგბურთი
  • ნიკა ხარაზიშვილი – ძიუდო 90 კგ.
  • ნიკოლოზ ქავთარაძე – ბადმინტონი

ვერცხლის მედალი

  • ელენე კოსტავა – ჭადრაკი
  • გიორგი კოპლატაძე – მაგიდის ჩოგბურთი
  • ოთარ სოზიაშვილი – სამბო 79 კგ.
  • გიორგი რევაზიშვილი – ძიუდო 73 კგ.

ბრინჯაოს მედალი

  • გიგი აბსარიძე – ჭადრაკი
  • გიორგი წამალაიძე – ძიუდო 73 კგ.
  • მოჭადრაკეთა გუნდი
  • ფუტსალის გუნდი
  • ძიუდოს გუნდი
2021 წელი
ბანერები