ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის გერმანული ენის მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის გამოშვება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის DLL-Deutsch lehren lernen  კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

გერმანული ენის მასწავლებლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა 2016 წელს შემუშავდა გოეთეს ინსტიტუტის, იენის უნივერსიტეტისა და ილიაუნის მიერ. პროგრამა, რომელიც ხორციელდება სამი ინსტიტუციის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც ილიაუნის მასწავლებლის მოსამზადებელ საგანმანათლებლო ინტეგრირებულ პროგრამაზე აბარებენ და სპეციალობად გერმანულ ენას ირჩევენ.

გერმანული ენის მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამა განსხვავებულია მასწავლებლის მომზადების სხვა საგანმანათლებლო პროგრამებისაგან როგორც შინაარსით, ასევე ფორმატითაც.

პროგრამა, რომელიც მომზადებულია გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტისა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ, უკვე მრავალ ქვეყანაში ხორციელდება და მოიცავს 

  • ენის სწავლების თეორიულ ასპექტებს გერმანული ენის სწავლებისათვის მნიშვნელოვან 6 სხვადასხვა თემაზე მოდულების სახით; 
  • სასკოლო პრაქტიკასა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ კვლევას; 
  • წერილობით ნაშრომს.

სწავლების ფორმატია Blended Learning.

პროგრამის მონაწილეები ნაწილობრივ სახლიდან გაუსვლელად ეუფლებიან მასწავლებლისათვის საჭირო კომპეტენციებს, რადგან პროგრამის უმეტესი ნაწილი მიმდინარეობს ონლაინფორმატში. მონაწილეები ონლაინფორუმში განიხილავენ გაკვეთილების ვიდეოჩანაწერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გამოცდილებას უზიარებენ კოლეგებს, იღებენ რჩევებს ტუტორებისაგან და ა. შ.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სამივე პარტნიორის მიერ დამოწმებულ უმაღლესი სკოლის საერთაშორისო სერტიფიკატს და შეძლებენ როგორც საქართველოში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გერმანული ენის მასწავლებლად მუშაობას.

2021 წელი

ბანერები