ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის გაცვლითი პროგრამა –2012

11-26 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს პოლონელთა ჯგუფი ესტუმრა. მესამე წელია, რაც პოზნანის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტსა (პოლონეთი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის წარმატებით მიმდინარეობს გაცვლითი პროგრამა ტურიზმისა და მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებს შორის.
 
პროგრამის ფარგლებში მათ მოინახულეს თბილისისა და ქუთაისის, კახეთის, იმერეთის, აჭარის, აბასთუმნისა და ყაზბეგის ტურისტული დანიშნულების ადგილები და ღირსშესანიშნაობები.
 
გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავს ტურიზმის მომავალი მენეჯერებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფას, რაც ხორციელდება მათ მიერ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შეფასებისა და განვითარების იდეების გენერირებაზე მუშაობის საშუალებით.
 
საპასუხო ვიზიტი პოლონეთში იგეგმება მიმდინარე წლის 4-19 სექტემბერს. ვიზიტის დროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფი მოინახულებს პოლონეთის დიდ ქალაქებსა და ძირითად ტურისტულ ადგილებს. ტურიზმისა და მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავად გაეცნონ პოლონეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგიებს, რაც ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების არეალის გაფართოებას.

ბანერები