ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ფუტსალის ნაკრები ნახევარფინალშია

ახალი ამბები

2 დეკემბერს, სპორტის ახალ სასახლეში ფუტსალში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა. ილიაუნის ნაკრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა. ნახევარფინალში ილიაუნელების მეტოქე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ქუთაისის უნივერსიტეტს სძლია ანგარიშით 5:2. ნახევარფინალის მეორე წყვილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გუნდები.

ნახევარფინალური მატჩები გაიმართება 19 დეკემბერს, სპორტის ახალ სასახლეში.

განრიგი

დრო: 17:00 საათი

თსუ vs ალმა მატერი

დრო: 18:00 საათი

ილიაუნი vs სეუ

ბანერები