ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ფეხბურთელები ფინალში გავიდნენ

ახალი ამბები

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის 2015 წლის გათამაშება ფუტსალში, რომელშიც ქვეყნის 27 უმაღლესი სასწავლებლის გუნდები ჩაებნენ, დასასრულს უახლოვდება. დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთელები (ლევან ლობჟანიძე, გიორგი გოგსაძე, ვალერი ქსოვრელაშვილი, მორის გელაშვილი, ბექა ბერიძიშვილი, ლაშა ხინიკაძე, გია ნინოშვილი, ნიკოლოზ კოპლატაძე, გელა მელანაშვილი, დავით გავაშელი, გიორგი გიორგაძე, გიორგი კვანტალიანი, გიორგი ახობაძე) ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდნენ. თავიდან მეტოქე ორი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ კოპლატაძემ დუბლით მალევე აღადგინა წონასწორობა. პირველი ტაიმის ბოლომდე ღია უნივერსიტეტის ფეხბურთელები ისევ ორი ბურთით გავიდნენ წინ. შესვენების შემდეგ მატჩის სადავეები ილიაუნელებმა იგდეს ხელთ. ნინოშვილის, კვანტალიანის (2), კოპლატაძისა (2) და ხინიკაძის ექვს ბურთს ღია უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს. საბოლოოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეხბურთელებმა 8:5 გაიმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.

18 დეკემბერს, 17.00 საათზე, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს ილიაუნისა და თსუ-ს ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან.

ბანერები