ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჯაზ-ვოკალისტთა კონცერტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ჯაზ-ვოკალისტების კონცერტს საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის დარბაზმა უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი კონცერტი იყო, რომელიც ამ მიმართულების სტუდენტებმა გამართეს, მას უამრავი მსმენელი დაესწრო. ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ პროფესიონალებიც – ლევან რუსია, ნია უნდილაშვილი, ზურა ასტამაძე, ლაშა სხილაძე და გოგა გარსევანიშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ჯაზი და პოპ-მუსიკა საბაკალავრო დონეზე ისწავლება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ჯაზ-ვოკალისტების ცენტრის ხელმძღვანელია ირინე ებრალიძე.

ბანერები