ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის დებატების კლუბი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბი დაარსებიდან დღემდე აქტიურად მართავს საჯარო დებატებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. კლუბის წევრები კლუბის ხელმძღვანელთან ერთად ყოველთვის ცდილობენ, საჯარო დებატისთვის საინტერესო გარემო შეარჩიონ.

ახლახან საჯარო დებატები ,,ახალგაზრდულ ცენტრში’’  წარიმართა. საკამათო თემას სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენდა. საჯარო დებატს ესწრებოდნენ ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაცია, თბილისიდან ჩასული დებატების კლუბის წევრები, დებატების მონაწილეები და მსაჯები.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, თამაში საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეებმა წარადგინეს საკუთარი ქეისები. მათ წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ ფუნქციებს. მსაჯებმა კი საბოლოო ვერდიქტი გამოიტანეს და თამაში უარმყოფელი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. თამაშმა მასპინძელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. აღნიშნული საჯარო დებატი მრავალ მიზანს ემსახურებოდა, ერთი მხრივ, მოხდა  კლუბის ახალი წევრების სწრაფი, ეფექტური ინტეგრაცია კლუბში და დებატების ტექნიკის უფრო სწრაფად ათვისება, მეორე მხრივ კი,  საფუძველი ჩაეყარა ახალციხის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, რაც გამოიხატა დებატების კლუბით დაინტერესებასა და ერთობლივ ტურნირებში ჩართვის სურვილში.

ბანერები