ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში

ახალი ამბები

17 დეკემბერს, ილიას ბაღში არსებულ მაგიდის ჩოგბურთის კლუბში, სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. ჩემპიონატი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით, ვაჟებში და გოგონებში ცალ-ცალკე. მასში მონაწილეობა მიიღო ილიაუნის 100-მდე სტუდენტმა, რომლებმაც წინასწარ გაიარეს რეგისტრაცია.

საპრიზო ადგილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

ვაჟები:

1.    ლაშა ხელაძე

2.    დავით მალიუგინი

3.    რეზი ჭედია

გოგონები:

1.    მზეკო შარაშენიძე

2.    თეონა სუბარი

3.    ლანა ჯელაძე

ბანერები