ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ჩემპიონატი ჭადრაკში

28 მარტს ჭადრაკის სასახლეში გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 24 სტუდენტი. მათ შორის როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის  სტუდენტები. ხანგრძლივი და დაძაბული  სათამაშო ეტაპების  ბოლოს გამოვლინდნენ ჩემპიონატის

 გამარჯვებულები:

 I ადგილი - რომა ჩიტაძე
II ადგილი - ზურაბ ტალახაძე
III ადგილი - გიორგი ქანთარია

გამარჯვებულები  დაჯილდოვდნენ თასებითა და  ილიაუნის სიმბოლოებიანი სამახსოვრო საჩუქრებით. ასევე პირველ  და მეორე ადგილზე გასულ მონაწილეებს და ტურნირის ერთადერთ მონაწილე მანდილოსანს  საშუალება  ექნებათ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით იასპარეზონ 2013 წლის უნივერსიადაზე.

ბანერები