ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ბიზნეს სკოლის კარიერის ცენტრის პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა I B S C C - ილიაუნის ბიზნეს სკოლის კარიერის ცენტრის პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - გიგი თევზაძე, ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი და ლექტორები.

I B S C C  შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტების მიერ, რომლის მთავარი მიზანია დაეხმაროს ილიაუნის სტუდენტებს საქართველოს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და HR-ისათვის სასურველი რეკრუტის ჩამოყალიბებაში.

ცენტრის დახმარებით ბიზნესის სკოლის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, გაიარონ ტრენინგები სამუშაოზე აყვანისათვის საჭირო დოკუმენტების შედგენაში და შესაბამისი უნარების შეძენაში. ასევე, ცენტრის საშუალებით ისინი გაივლიან სტაჟირებას საქართველოს სხვადასხვა კომპანიებში.

ცენტრში რეგისტრაცია შესაძლებელია მეილისა და სოციალური ქსელ Facebook-ის საშუალებით.

ბანერები