


ილიაუნის ბიბლიოთეკის ახალი დარბაზი
25 მაისიდან მუშაობას იწყებს ილიაუნის ბიბლიოთეკის ახალი დარბაზი, რომელიც აღჭურვილია ახალი კომპიუტერული ტექნიკით.
ტექნიკის შესყიდვა განხორციელდა პროექტის -,,სამოდელო სადოქტორო სკოლების განვითარება უკრაინასა და საქართველოში" (კოორდინატორი ქეთევან გურჩიანი) ფარგლებში.
ამ ეტაპზე დარბაზის წიგნადი ფონდი დამუშავების პროცესშია და რამდენიმე თვეში გახდება ხელმისაწვდომი მკითხველისათვის. მანამდე კი მომხმარებელს შეუძლია მშვიდ და სასიამოვნო გარემოში ისარგებლოს ინტერნეტით, იმუშაოს კომპიუტერთან, გამოიყენოს ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომი ელექტრონული რესურსები და ბიბლიოთეკარისგან მიიღოს კონსულტაცია.
დარბაზის სამუშაო დრო მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლის სურვილებსა და შესაძლებლობებს. განსაკუთრებით ხელსაყრელია მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
დარბაზში შესაძლებელია ჩატარდეს შეხვედრები, ტრენინგები, ვორკშოპები და საჯარო ლექციები. ამისათვის გთხოვთ რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდეთ ილიაუნის ბიბლიოთეკას მისამართზე: library@iliauni.edu.ge .
მისამართი: გიორგი წერეთლის ქ.#5, ოთახი 911, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის შენობა.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 9:00 21:00, შაბათი-კვირა 10:00-18:00.