ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის არქიტექტორების პირველი პრემია

ამა წლის 22 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებმა პირველი პრემია მიიღეს სტუდენტურ-არქიტექტურულ კონკურსში, რომელიც საუკეთესო საკურსო პროექტების გამოსავლენად ჩატარდა კავშირ “ენერგო ეფექტურობის ცენტრი საქართველოს”, BP –საქართველოსა და მისი პარტნიორების ნავთობისა და გაზის საქმიანობაში დაფინანსებული პროგრამის – “განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება” – ფარგლებში.

სტუდენტური ნამუშევრები შეაფასა ჟიურიმ, რომელიც წარადგინა კავშირმა – “ენერგო ეფექტურობის ცენტრი საქართველო”, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფში იყვნენ:
თამარ ტეხოვა
თინათინ ფეიქრიშვილი
ნინო ქობულაძე
გურამ მამისაშვილი
სულხან ტაბატაძე
გიორგი ყიფშიძე

ასევე, წარდგენილი გახლდათ საცხენოსნო ცენტრის თავლა ლისის ტბასთან.

კონკურსში პირველ ეტაპზე მონაწილეობდა 21 პროექტი. ჟიურის პირველი განხილვის შემდეგ შეირჩა 9 პროექტი.

ილიაუნის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტურმა ჯგუფმა მიიღო პირველი პრემია.

კონკურსის საერთო საპრიზო ფონდი შეადგენდა 1000 აშშ დოლარს. გამოვლინდა ხუთი საუკეთესო პროექტი. გამარჯვებულებს  გადაეცათ  ფულადი ჯილდო – თითოეულს 200 აშშ დოლარი. ასევე, კონკურსის ყველა მონაწილემ მიიღო ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულში მონაწილის სერტიფიკატი.

ბანერები