


ილიაუნის არქიტექტორების გამოფენა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში, პირველი, მეორე და მესამე კურსელების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
პირველის კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს ორ და სამ განზომილებაში შესრულებული კომპოზიციები და არქიტექტურული ობიექტების პროექტები.მეორე კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს საცხოვრებელი, ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი სახლის პროექტები. აქ სტუდენტებს ძირითადად ევალებოდათ ობიექტები სწორად განელაგებინათ მოცემულ ტერიტორიაზე. მათ ასევე წარმოადგინეს ათადგილიანი სასტუმროს პროექტი.მესამე კურსელების მიერ კი ნაჩვენები იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიის განვითარების გეგმა. გამოფენაზე შესაძლებელი იყო ასევე ცნობილი არქიტექტორების მიერ შექმნილი მაკეტების ნახვა.
წარმოდგენილი იქნა საერთაშორისო ვორკშოპის ნამუშევრებიც. აღნიშნული ვორკშოპი გერმანიაში, ქალაქ პოტსდამში ჩატარდა ადგილობრივი არქიტექტურული სკოლის ორგანიზებით. სტუდენტების ნამუშევრებთან ერთად, საშუალება გქონდათ ცნობილი არქიტექტორების ნამუშევრებსაც გაცნობოდით. ვორკშოპში მონაწილეობდნენ არქიტექტორები საქართველოდან, კორეადან, ამერიკიდან და გერმანიიდან.