ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის 22 პროექტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

ახალი ამბები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 22 გრანტი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ შეფასების ეტაპზე ილიას სახელმწფო უნივერსიტეტის 44 პროექტი იყო წარდგენილი და 22 გამარჯვებული გამოვლინდა, აქედან 16 პროექტს განახორციელებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მეცნიერები.

გამარჯვებული პროექტები:

  1. ჭარბგანათლება და შრომის ბაზრის შეუსაბამობა საქართველოში: პრობლემები და მათი შემცირების გზები – დიმიტრი ჯაფარიძე
  2. კვერნაქის სერის ხევების ჰაბიტატების ბოტანიკური, მიკოლოგიური და ეთნოეკოლოგიური კვლევა, როგორც საფუძველი მათი ხანგრძლივი მონიტორინგისა და ეკოლოგიური რეგენერაციის შესაძლებლობათა შეფასებისათვის – ქეთევან ბაცაცაშვილი
  3. თბილისის ღვარცოფული ხეობების საფრთხის შეფასება და ვირტუალური რეალობის გარემოში პროცესის დინამიკური ანალიზი – კვლევა კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით – ლაშა სუხიშვილი
  4. მზის ქარის სახეობების მდგრადობის ანალიზი კრიტიკული წერტილების მახლობლად – ბიძინა შერგელაშვილი
  5. ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარული კვლევა და დოკუმენტირება – გიორგი ფარცხალაძე
  6. იზოლაცია მანძილით თუ ტრადიციული ტაქსონომია? საქართველოს ჰერპეტოლოგიური ფაუნის შესწავლა – დავით თარხნიშვილი
  7. საქართველოსა და სომხეთის პერცეფცია დასავლურ და აღმოსავლურ წყაროებში (შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ დროში) – მანანა ჯავახიშვილი
  8. პლაზმური ჯეტები მზის ატმოსფეროში – ვასილ კუხიანიძე
  9. კავკასიონის ჰოლოცენის პერიოდის გამყინვარება – კლიმატის რეკონსტრუქცია – ლევან ტიელიძე
  10. ჯანსაღი ნიადაგი სურსათის უვნებლობისათვის – მზია კოხია
  11. ტურა (Canis aureus) ადამიანის მიერ შეცვლილ ლანდშაფტებში: შევძლებთ თანაარსებობას? – ნათია კოპალიანი
  12. ჟინვალის წყალსაცავის ეკოსისტემის შეფასება ბიოინდიკატორებით – ლალი მურვანიძე
  13. Borrelia burgdorferi sensu lato კომპლექსის ეკოლოგიის კვლევა და მათი ვექტორი სახეობების გავრცელების მოდელირება საქართველოში – საბაზისო კვლევა რეგიონში ლაიმის ბორელიოზის ეპიდემიის რისკის შესამცირებლად – ალექსანდრე გავაშელიშვილი
  14. მოჰოს ჩაწოლის სიღრმის კვლევა საქართველოს ტერიტორიისთვის – თეა გოდოლაძე
  15. დღის ძილიანობა და ქცევა მოზარდობიდან ადრეულ ზრდასრულობამდე - შერეულ მტკიცებულებებში სიახლის შეტანა – ნატო დარჩია
  16. სამხედრო ტყვეთა ბედი ბიზანტიაში (VIII-XV სს) – ელისო ელიზბარაშვილი
  17. პულსარების მაგნიტოსფეროებში წყვილების გაჩენის ახალი მექანიზმი და შესაბამისი პულსირებადი გამოსხივების გენერაცია – ნინო ჩხეიძე
  18. ნეოლოგიზმების ყოვლისმომცველი კვლევა თანამედროვე ქართულ ენაში და მათი წარმოქმნის მონიტორინგი ციფრული მეთოდებით – თინათინ მარგალიტაძე
  19. ნუკლეინის მჟავების კვადრუპლექსები სტატიკური და დინამიკური ნანოტექნოლოგიებისთვის – ბესიკ კანკია
  20. მიმართვის სისტემები მეგრულსა და ლაზურში – ზაალ კიკვიძე
  21. საქართველოს მღვიმური უხერხემლო ცხოველები - წარმოშობა, მრავალფეროვნება და კონსერვაცია – ლევან მუმლაძე
  22. ფოროვანი მასალების მურ-გიბსონ-ტომპსონის თერმოდრეკადობისა და ბლანტი თერმოდრეკადობის თეორიების არაკლასიკური ამოცანების გამოკვლევა  – მერაბ სვანაძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ყველას ამ წარმატებას.

2023

ბანერები