


ილიაუნის 11-მა მაგისტრანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 11-მა მაგისტრანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.
გამარჯვებული პროექტები:
- გიორგი ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი
- „ნაციონალიზმი, ინტელიგენცია და კომუნიკაციების მოდერნიზაცია: საქართველო 1861-1879 წლებში”;
- თეიმურაზი ბოკუჩავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი
- „ცალკეული უჯრედების ბირთვების ტრანსკრიპტომის კვლევა წიწილებში ვიზუალური იმპრინტინგის მეხსიერების პროცესში-გლუტამატერგულ ნეირონებში იდენტიფიცირებული გრძელი არამაკოდირებელი რნმ “ENSGAL000100007489”-ის რაოდენობრივი ცვლილებების შესწავლა“;
- ვერიკო ბოკუჩავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი
- „მხედველობითი შთაბეჭდვის მოლეკულური მექანიზმები შინაურ წიწილებში – ერთეული უჯრედის ტრანსკრიფტოსომული ანალიზი ოლიგოდენდროციტებში და ტრანსკრიფციული ფაქტორ - FOXP2-ის რაოდენობრივი ცვლილებების ანალიზი“;
- დავით ლაზვიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი
- „საქართველოში გამოყოფილი ანტიბიოტიკორეზისტენტული და ბიოფილმწარმომქმნელი S. aureus შტამებზე ბაქტერიოფა“;
- ბექა ჩიტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი
- „საქართველოში გავრცელებული მთიბავების(Opiliones) სახეობების მოლეკულური ტაქსონომია და ბიოგეოგრაფიული ანალიზი“;
- ნინო უსტიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი
- პროექტი „Avian orthoavulavirus 1 - ის გენეტიკური შესწავლა საქართველოს წყალმცურავ ფრინველებში“;
- რუსუდანი წიკლაური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი
- „საქართველოს პეწიანების (Coleoptera, Buprestidae) მრავალფეროვნება“;
- არსენ ეგრისელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი
- „სიმეტრიის დინამიური დარღვევა კვინტესენციის ურთიერთქმედ მოდელებში“;
- ალექსი მემიშიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი
- პროექტი „ბენთოსური მაკროუხერხემლოების ტაქსონ-სპეციფიკური ტოლერანტობის მნიშვნელობები და წყლის ხარისხის შეფასების პროტოკოლი მდინარე მაშავერას მაგალითზე”;
- შოთა ციმაკურიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი
- „ძილის დეპრივაციის გავლენა აქტიური განრიდების დასწავლაზე ძუძუმწოვრებში”;
- ქრისტინა ძულიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი
- „ბექობის არწივის (Aquila heliaca) პათოგენური მიკროორგანიზმების შესწავლა”;
- ანა მარგალიტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტი
- პროექტი „მღვიმეში მცხოვრები ორწყვილფეხიანების (Arthropoda, Myriapoda, Diplopoda) მრავალფეროვნება რაჭა-ლეჩხუმის კარსტულ მასივებში”.
კონკურსის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული პროექტებიდან 10 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მაგისტრანტების პროექტია.
ვულოცავთ მაგისტრანტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
2023