


ილიაუნიმ უნივერსიადა მესამე ადგილზე დაასრულა
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ინიციატივით მაის-ივნისში წლევანდელი უნივერსიადა გაიმართა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ქვეყნის 50-მდე სასწავლებელი იბრძოდა ჯილდოებისთვის, მათგან მედლები 30-მა მოიპოვა. საერთო გუნდურ ჩათვლაში 47 მედლით (15 ოქრო, 16 ვერცხლი, 16 ბრინჯაო) პირველი ადგილი სტუ-მ დაიკავა, 25 მედლით (9, 9, 7) მეორე იყო თსუ, 20 მედლით (7,4,9) მესამე ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრებს ხვდა. ილიაუნელთაგან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ: შვიდკაცა რაგბის გუნდი, აკაკი მოწონელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 66 კგ), ლაშა ლოლაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 74), გენადი გოგიშვილი (ბ/რ, 84), ზაზა სიმონიშვილი (ქართული ჭიდაობა, 65), გიორგი კობაიძე (ქ/ჭ, 90), გუგა კიბორძალიძე (ქ/ჭ, +90); ვერცხლის მედლები ერგოთ მიხეილ მედუას (ბ/რ, 66), გიორგი მელიქიშვილს (თ/ჭ, 84), გუგა კიბორძალიძეს (სამბო, +100) და გიორგი მელიქიშვილს (მშვილდოსნობა), ხოლო გიორგი სამარღანაშვილი (ცურვა), ლუკა ჯაში (სამბო, 68), გიორგი ახალკაციშვილი (ძიუდო, 60), გიორგი კობაიძე (ძიუდო, 90), გუგა კიბორძალიძე (ძიუდო, +100), ლევან ლობჟანიძე (ბ/რ, 74), ბექა როყვა (ბ/რ, 96), დავით დავითური (ქართული ჭიდაობა, 75) და ქუჩის კალათბურთის გუნდი მესამე ადგილებით დაკმაყოფილდნენ.