ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნი ვებ რეიტინგით პირველ ადგილზეა!

”4 International Colleges & Universities”

http://www.4icu.org

“4 International Colleges & Universities”-ის  მონაცემებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით პირველ, ხოლო მსოფლიოში 955-ე ადგილს იკავებს.
“4 International Colleges & Universities” - არის მსოფლიოში აკრედიტებული ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების საძიებო სისტემა. საიტი მოიცავს  200 ქვეყნის 11,160 კოლეჯსა და უნივერსიტეტს, რომლებიც ფასდება მათი ვებ-გვერდების პოპულარობით.
“4icu.org” სარჩევი მოიცავს მსოფლიოს უმაღლეს საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
• არიან ოფიციალურად აღიარებული, ლიცენზირებული და აკრედიტებული ეროვნული ან რეგიონალური ორგანოების მიერ (განათლების სამინისტრო და/ან  უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ორგანოები);
• აქვთ უფლება, ოფიციალურად გასცენ ოთხწლიანი ბაკალავრის და/ან პოსტსაბაკალავრო ხარისხი;
• უზრუნველყოფენ ტრადიციულ სააუდიტორიო სწავლებისთვის საჭირო რესურსებს,  პროგრამებსა და კურსებს.

აღნიშნული საიტი (http://www.4icu.org) არ წარმოადგენს აკადემიურ რანჟირებას. უნივერსიტეტების შეფასება ხდება მათი ექსკლუზიური უნივერსიტეტების ვებ-გვერდების რანჟირების სისტემით, რაც დაფუძნებულია ალგორითმზე, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს სამი სხვადასხვა საძიებო სისტემიდან მიღებულ  დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ვებ- შეფასებას :

• Google Page Rank
• Alexa Traffic Rank
• Majestic Seo Referring Domains
• Majestic Seo Citation Flow
• Majestic Seo Trust Flow

 საიტის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე  ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების პოპულარობის  რეიტინგის უზრუნველყოფა, რაც დაფუძნებულია  მათი ვებ-გვერდების პოპულარობაზე. ასევე იგი მიზნად ისახავს საერთაშორისო სტუდენტებისათვის და აკადემიური პერსონალისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუ რამდენად ცნობილი და ფართოდ გავრცელებულია ამა თუ იმ უცხო ქვეყანაში კონკრეტული უნივერსიტეტი.

ბანერები