ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს დაბა მესტიის სავანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა ცნობილი მკვლევარ-ეთნოგრაფის, მიხეილ ჩართოლანის დაბადების 100 წლისთავისადმი და სვანეთის სამეცნიერო-კომპლექსური ექსპედიციის დაარსებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა. სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროფ. პაატა ბუხრაშვილმა და შუა საუკუნეების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებმა - ნინო დიდებაშვილმა და თამარ ცარციძემ.
სხდომის მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს ბატონ მიხეილ ჩართოლანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და იმ საძიებო-კვლევითი სამუშაოების მნიშვნელობაზე, რომელსაც 1972-90 წწ-ში აწარმოებდა სვანეთის სამეცნიერო-კომპლექსური ექსპედიცია; აღნიშნულ ექსპედიციას დიდი წვლილი მიუძღვის სვანეთის სიძველეთა აღრიცხვა-აღწერაში, მის შესწავლასა და გადარჩენაში.  ნაჩვენები იქნა ექსპედიციის მუშაობის ამსახველი მდიდარი ფოტო და კინო მასალები.
ამასთანავე, ილიაუნის მაგისტრანტებმა დაათვალიერეს სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ახალი ექსპოზიცია; სეტის, ლაღამის, ლენჯერის, ლატალის XI-XIV საუკუნეების სიძველენი და ეკლესიები.

ბანერები