ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნი მონაწილეობდა საერთაშორისო სტაფკვირეულში

ახალი ამბები

22-27 მაისს ტუშის უნივერსიტეტში (იტალია) გაიმართა საერთაშორისო სტაფკვირეული.

კვირეულის დღეებში გაიმართა საგანმანათლებლო და კულტურული შინაარსის შეხვედრები, ტრენინგები, პრეზენტაციები. მოეწყო ვორკშოპები სხვადასხვა უნივერსიტეტისა და მიმართულების წარმომადგენლებს შორის.

კვირეულში მონაწილეობა მიიღეს ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ზოგადი მოდულის ინგლისური ენის სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა, ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო რუხაძემ, ენების ცენტრის მოწვეულმა ლექტორმა ალინა ნოზაძემ და იტალიური კულტურის ცენტრის ლექტორმა ნანა ლომიამ.

კვირეული ხელს შეუწყობს ახალი კონტაქტების დამყარებას და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

2022 წელი

ბანერები