ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნი მიწისძვრით დაზარალებულთა მხარდასაჭერად

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთსა და სირიაში მომხდარი უდიდესი ტრაგედიის გამო. გულითადად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, თურქ და სირიელ ხალხს.

მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F105 აუდიტორიაში (ქაქუცა ჩოლოყაშვილის N⅗, ვაკის პარკის მიმდებარედ) შეგროვდება ჰუმანიტარული დახმარება.

ნივთების ჩაბარება შეგეძლებათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-21:00 სთ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ნივთების დახარისხებასა და თურქეთის საელჩოსთვის გადაცემას.

მოთხოვნადი ნივთების ჩამონათვალი:

  • ქურთუკი, პალტო, საწვიმარი
  • ჯემპრი
  • ხელთათმანი
  • შარფი, კაშნე
  • ქუდი
  • წინდა
  • საბანი
  • საძილე ტომარა
  • საკვების ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
  • ბავშვთა კვება
  • ბავშვის საფენები
  • დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
  • ქალის ჰიგიენური პაკეტები

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F105 ოთახი

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 220009 (270)

2023 წელი

ბანერები