
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ილიაუნი ეროვნული საუნჯის ქომაგი
ხალხური ცხენოსნობა საქართველოში ყოველთვის იყო სპორტის აქტიური და მიმზიდველი სახეობა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან რეგულარულად იმართებოდა ქვეყნის პირველობები ცხენბურთში, ისინდში, მარულაში, დოღში, ჩეხვაში, ყაბახსა თუ სხვა სახეობებში. 1990-იანი წლების მოვლენებმა ხალხური თამაშობების განვითარება შეაფერხა. ბოლო დროს რეგიონებმა პირი იბრუნეს ეროვნული საუნჯისკენ. დასტურად ამას წინათ ცხენოსნობის ტრადიციულ ხალხურ სახეობებში ჩატარებული საქართველოს პირველობაც გამოდგება, რომელსაც სამტრედიამ უმასპინძლა. ამ უაღრესად მნიშვნელოვანი შეჯიბრების გამართვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ცხენბურთსა და ისინდში სენაკელებმა გაიმარჯვეს, დოღი და მარულა ელისე ბასილიამ მოიგო.