ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნი ბიზნეს-მარათონში

2 ივლისს პროექტ ბიზნეს-მარათონისა და სტუდენტური დემოკრატიის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ბიზნეს-მარათონი გოჩა ტყეშელაშვილის საავტორო პროექტია და მასში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ.

პროექტი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჩანაწერები ინტერნეტ-სივრცეში, itv.ge-ზე თავსდებოდა.



საბოლოოდ გამარჯვებულის ტიტული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა (სოფო ბოლქვაძე, ნუგზარ კიკნაძე, ქეთი ბაძაღუა და ნიკოლოზ ხარშილაძე) მოიპოვა. რაც შეეხება სტუდენტურ დემოკრატიას, ჩვენი სტუდენტები დაჯილდოვდნენ ნომინაციით როგორც ”ყველაზე ორგანიზებული გუნდი”.

ბანერები