


ილიაუნელთა წარმატება სათხილამურო სპორტში
ახალი ამბები
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, „კავკასუს ონლაინისა“ და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ბაკურიანში გაიმართა „ზამთრის უნივერსიადა - 2016“. შეჯიბრებაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 130-მდე სპორტსმენი სტუდენტი ასპარეზობდა სამ სახეობაში. ყველაზე მეტი ჯილდო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოიპოვეს - მათს ანგარიშზეა ხუთი მედალი.
ვაჟთა შორის სათხილამურო კროსში ყველას აჯობა და კვარცხლბეკზე ავიდა დავით თედიაშვილი. ფინიშთან მეორე იყო მისი თანაგუნდელი გიორგი კურტანიძე, რომელიც სლალომსა და გიგანტურ სლალომში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია ჭაბუკებში. კურტანიძემ ბაკურიანში ბრინჯაოს მედალიც დაიმსახურა პარალელურ გიგანტურ სლალომში. ამ სახეობაში ვერცხლის მედალი ილიაუნელ შოთა ნათაძემ მოიპოვა. გოგონათა შორის სათხილამურო კროსში მეორე იყო ჩვენი უნივერსიტეტის პირველკურსელი, ნუცა ხურცილავა.
გალერეა