
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ილიაუნელმა საქართველოს ჩემპიონობა შეინარჩუნა
ახალი ამბები
თბილისის ”სპორტის დედოფლის” სასახლეში ორ დღეს გრძელდებოდა საქართველოს მძლეოსანთა ზამთრის ჩემპიონატი, რომელშიც 200-მდე ქალ-ვაჟი მონაწილეობდა. 800 და 1500 მეტრზე სირბილში საქართველოს ჩემპიონობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, თინათინ პაპუაშვილმა, მოიპოვა. ილიაუნელი სტაიერი მეათე წელიწადია, მძლეოსნობაში ვარჯიშობს. 2007 წლიდან ის სისტემატურად მონაწილეობს შეჯიბრებებში, ამ ასპარეზობაზე კი ქვეყნის ჩემპიონობის მედალი მეცამეტედ დაიმსახურა. 2014 წელს თინათინ პაპუაშვილმა, საქართველოს პირველობასთან ერთად, ჯერ აზერბაიჯანის, შემდეგ ამიერკავკასიის ჩემპიონატები მოიგო. მისი მიზანია, წლეულს ბალკანეთის ქვეყნების პირველობა მოიპოვოს და ევროპის ჩემპიონატზეც მიაღწიოს წარმატებას.