ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელმა კალათბურთელებმა ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს

ახალი ამბები

კალათბურთის სტუდენტური ჩემპიონატი ილიაუნის ნაკრებმა გუნდმა წარმატებულად დაიწყო და ჯგუფური ეტაპის პირველსავე ტურში დიდი ანგარიშით (96:43) სძლია მეტოქეს - საქართველოს უნივერსიტეტს. ილიაუნელი კალათბურთელები მორიგ თამაშს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან გამართავენ. შეხვედრა ჩატარდება 21 ნოემბერს, 13:30 საათზე, ვერის ბაღის საკალათბურთო კომპლექსში.

კალათბურთის სტუდენტური ჩემპიონატი 2016 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მასში 20 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი მონაწილეობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობს

ბანერები