


ილიაუნელმა გოგონებმა ჩემპიონობა მოიპოვეს
ახალი ამბები
გოგონათა და ვაჟთა რვა-რვა გუნდი მონაწილეობდა ქვიშის ფრენბურთელთა საქართველოს 2016 წლის სტუდენტურ ჩემპიონატში. შესანიშნავად იასპარეზეს ილიაუნელმა გოგონებმა (სოფო სებისკვერაძე, კესანე ფრუიძე, ეთერ მალაციძე, ელენე სივსივა, თეონა სუბარი, ნონა რეხვიაშვილი). მეოთხედფინალში მათ სამედიცინო უნივერსიტეტის ფრენბურთელები დაამარცხეს - 2:0, ნახევარფინალში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს სძლიეს - 2:1, გადამწყვეტ პაექრობაში კი თსუ-ს აჯობეს - 2:1 და ოქროს მედლები მოიპოვეს.
გოგონებს მხარი ვერ აუბეს ილიაუნელმა ვაჟებმა. მართალია, მათ პირველ ორთაბრძოლაში საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩამოიშორეს (2:1), მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორჯერ წააგეს: ჯერ - თსუ-სთან (1:2), მერე - თელავის უნივერსიტეტთან (1:2) და, საბოლოოდ, მე-4 ადგილს დასჯერდნენ.