ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელის რეკორდი და მსოფლიო თასი

ახალი ამბები

დუბაიში დამთავრდა მსოფლიო თასის გათამაშება ძალისმიერ სამჭიდში. 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, ელგუჯა კობერიძემ, რომელმაც სამჭიდში 282,5 კილოგრამი დაძლია, საქართველოს რეკორდი დაამყარა და მსოფლიო თასი მოიპოვა.

ელგუჯა კობერიძე, ოთხი წელიწადია, ძალისმიერ სამჭიდში ვარჯიშობს. ზედიზედ ორჯერ, 2014 და 2015 წლებში მოიგო შავი ზღვის აუზის ქვეყნების თასი, შარშან კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. წლეულს იგი უკრაინასა და თურქეთში იბრძოლებს ტიტულების დასაცავად.

ბანერები