ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელის მარათონული ვერცხლი

ახალი ამბები

საქართველოს დედაქალაქში მეოთხედ გაიმართა ”თბილისიმარათონი”. ამ საერთაშორისო სოციალურ პროექტში, რომლის მიზანია საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, წელს 30-ზე მეტი ქვეყნის 3000-მდე ქალ-ვაჟი მონაწილეობდა. პროფესიონალ მძლეოსნებთან ერთად, წლევანდელ მარათონში მოყვარულებმაც, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ნახევარმარათონში (21,1 კმ)სტაიერულ დისტანციებზე რბენაში ქალთა შორის მეორე ადგილი დაიკავა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, თინათინ პაპუაშვილმა. ფინიშის სწორზე მას მცირედით გაუსწრო სომეხმა ვალია აგაიანმა. მესამე ადგილზე ამერიკელი დესა ბერგენ-ჩიკო გავიდა. გამარჯვებული და პრიზიორები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დააჯილდოვა.

ბანერები