ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელი საქართველოს ჩემპიონია

ახალი ამბები

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა მოკრივეთა ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც თბილისში სასპორტო კომპლექს „არენაში“ გაიმართა. მოასპარეზეთა შორის იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხეკურსელი, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ზაალ კვაჭატაძე. 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სამგზის ჩემპიონი ამჯერადაც შეუდარებელი იყო რინგზე - დამაჯერებლად სძლია ოთხ მეტოქეს, მათ შორის ფინალში - ბათუმელ გელა აბაშიძეს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მეოთხედ ავიდა. კვაჭატაძეს, როგორც ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივეს, “ბილაინის” სპეციალური პრიზი გადაეცა. თებერვლის მეორე ნახევარში ილიაუნელი საქართველოს ნაკრებთან ერთად ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრება.

ბანერები