ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნელი მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს

ახალი ამბები

ბუქარესტში (რუმინეთი) გამართულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზეს ქართველმა ფალავნებმა, რომლებმაც გუნდურში ყველა მეტოქე დაამარცხეს და პირველი ადგილი დაიკავეს. ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელმა, გუგა კიბორძალიძემ. მან მძიმეწონოსანთა ინდივიდუალურ პაექრობებშიც მოსინჯა ძალები და მე-5 ადგილი დაიკავა. ამჟამად კიბორძალიძე საქართველოს ნაკრებთან ერთად გორში ემზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელსაც 22-26 ოქტომბერს მაიამი (აშშ) უმასპინძლებს.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები