
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ილიაუნელი მორაგბეები ფინალში ითამაშებენ
ახალი ამბები
სტუდენტ მორაგბეთა საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატში რვა გუნდი ჩაება. წილისყრით ისინი ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა A ჯგუფში იასპარეზეს. პირველ წრეში მათ თსუ-ს სძლიეს - 16:10, მეორეში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მორაგბეებს დაუზავდნენ - 20:20, მესამე რაუნდში კი თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდს აჯობეს - 36:13 და 10 ქულით სეუ-სთან ერთად ნახევარფინალში გავიდნენ. B ჯგუფიდან მედლებისთვის ბრძოლის უფლება კავკასიისა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მოიპოვეს.
ნახევარფინალში ილიაუნელებმა საქართველოს უნივერსიტეტი დაამარცხეს - 20:14, სეუ-მ კავკასიის უნივერსიტეტი დაჯაბნა - 34:7. ფინალში, რომელიც 25 ივნისს გაიმართება, ჩემპიონობისთვის ილიაუნი და სეუ ითამაშებენ.