


ილიაუნელი მოკრივე ზაალ კვაჭატაძე საქართველოს ჩემპიონია
ახალი ამბები
ბათუმში დამთავრდა მოკრივეთა საქართველოს ჩემპიონატი. 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ზაალ კვაჭატაძემ. ჯგუფური პაექრობების შემდეგ მან მეოთხედფინალში ახალქალაქელ პეტროს სტეფანიანს სძლია, ნახევარფინალში თბილისელ ნოდარ მაღრაძეს აჯობა, გადამწყვეტ პაექრობაში კი ახალგაზრდებს შორის ქუთაისელი ევროპის ჩემპიონი გიორგი ხარაბაძე დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
ზაალ კვაჭატაძე ტიტულოვანი სპორტსმენია, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, 2011 და 2015 წლების ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის 2010 წლის პირველობის ვერცხლის მედალოსანი 23-წლამდე ასაკის მოკრივეთა შორის და კადეტებში მსოფლიოს პირველობის ფინალისტი. ილიაუნელი მოკრივე ახლა 2017 წლის ორთაბრძოლებისთვის ემზადება.