
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ილიაუნელი გიორგი ჭიღლაძე 19 წლამდე მოკრივეთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ახალი ამბები
ქართველი მოკრივე მძიმეწონით კატეგორიაში, გიორგი ჭიღლაძე, პირველკურსელია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს. წელს მან 19 წლამდე მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე (სანკტ-პეტერბურგში) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
წელსვე, 18 წლამდე მოკრივეთა საქართველოს პირველობაზე მძიმეწონით კატეგორიაში ყველა მეტოქეს აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა, მოგვიანებით, რუსულ ანაპაში ნიკოლაი პავლიაკოვის საერთაშორისო შეჯიბრებაზე მესამე ადგილზე გავიდა და ანაპაშივე ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში სომეხ გურგენ ჰოვანესიანთან დათმო ორთაბრძოლა.
გიორგი ჭიღლაძე გაისად თებერვალში 22 წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატში მოსინჯავს ძალებს.