
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ილიაუნელი ელგუჯა კობერიძე ძალისმიერ სამჭიდში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
ახალი ამბები
თბილისში დამთავრდა ძალისმიერ სამჭიდში საერთაშორისო ტურნირი სპორტის ამ სახეობაში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონისა და მსოფლიო რეკორდსმენის, გიორგი ბეროშვილის, თასზე. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ელგუჯა კობერიძემ, რომელმაც ორჭიდში 450 კილოგრამით მთავარი პრიზი მოიპოვა და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ქართველსა და თურქ მეტოქეებს საგრძნობლად გაუსწრო.
18 დეკემბერს, ილიაუნელი ძალოსანი ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს.