ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების სკოლა შეიქმნა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების სკოლა შეიქმნა. სკოლის მიზანი იქნება, ხელი შეუწყოს: 

  • ახალი კადრების მომზადებას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და ამით განათლების სისტემაში  არსებული როგორც რაოდენობრივი ასევე ხარისხობრივი საკადრო დეფიციტის შევსებას;
  • არსებული კადრების პროფესიულ განვითარებას;
  • სასწავლო პროცესში თეორიისა და პრაქტიკის სინთეზს და ამით პროფესიაში მაღალკვალიფიციური და პრაქტიკასთან ნაზიარები კადრის შემოსვლას;
  • განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტების (მასწავლებლების, ადმინიტრატორების და სხვ.) მომზადებასა და მათ პროფესიულ განვითარებას შორის  არსებული დისონანსის დაძლევას;
  • სწავლებისა და კვლევის კომპონენტების სინქრონიზაციას;
  • განათლების სფეროში კვლევების და სწავლების ინტერნაციონალიზაციას;
  • განათლების სერვისის ორიენტაციას დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე.
 
სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა. სოფიკო ლობჟანიძე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია 2006 წლიდან. 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სფეროს პროფესორები უკვე მუშაობენ მასწავლებლის მომზადების განახლებულ კონცეფციაზეც, რომელიც სკოლის ფუნქციონირებას დაედება საფუძვლად.
 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები