


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალჩარიცხული სტუდენტების მოწვევა ინგლისური ენის ჯგუფებში გასანაწილებელ ტესტირებაზე
ახალი ამბები
მოგეხსენებათ, ინგლისური ენის შესწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სავალდებულოა. შესაბამისად, ენის ფლობის დონის დასადგენი და ჯგუფებში გასანაწილებელი ტესტირება ჩაგიტარდებათ თანდართულ დოკუმენტებში მითითებულ დროსა და აუდიტორიაში.
აუცილებლად უნდა მობრძანდეთ თქვენთვის განკუთვნილ დროს და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელზეც თქვენი პირადი ნომერია აღნიშნული.
სია ანბანურად არის დალაგებული თითოეული ფაკულტეტისათვის და თქვენ იოლად მოძებნით თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.
აუდიტორიები მდებარეობს შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭავჭვაძის გამზირი N32
თითოეულ თქვენგანს ტექსტური შეტყობინება დაეგზავნა მობილურ ტელეფონზე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ თქვენთვის გახსნილ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
ინფორმაციის მისაღებად ან დაზუსტებისათვის მოგვმართეთ:
ადმინისტრატორი: ნატო უზუნაშვილი
ტელეფონი: 557 514 566
ელექტრონული ფოსტა: iliauni@englishbook.co.uk
ვებ: www. Englishbook.ge