


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საზაფხულო სკოლას: "კავკასია - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა"
ახალი ამბები
2015 წლის 4-18 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა საზაფხულო სკოლას: "კავკასია - კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა". სკოლაში მონაწილეობდა 22 სტუდენტი გერმანიიდან, რომელთაგან 18-ს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) აფინანსებდა. სკოლას ხელმძღვანელობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან გურჩიანი, დოქტ. უვე ჰალბახი (Stiftung Wissenschaft und Politik, ბერლინი) და დოქტ. ფლორიან მიულფრიდი (იენის უნივერსიტეტი). სკოლაში ლექციები წაიკითხეს და შეხვედრები გამართეს ევროგაერთიანების ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ხოშტარიამ (CRRC), ანალიტიკოსმა ლოურენს შიტსმა, კონსერვატორიის რექტორმა რეზო კიკნაძემ, ფოტოგრაფმა ჟუსტინა მელნიკევიჩმა, მწერალმა არჩილ ქიქოძემ, მკვლევარმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ლეილა ალიევამ, ირინა პოპიაშვილმა თავისუფალი უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა: გია ნოდიამ, დავით აფრასიძემ, ნინო დობორჯგინიძემ. სკოლის ორგანიზებაში ჩართულები იყვნენ ამავე უნივერსიტეტის თანამშრომლები გიორგი ჩანტლაძე და თეონა ბოჭორიშვილი.
გალერეა