


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა 2 დღიან საერთაშორისო დისემინაციის კონფერენციას
ახალი ამბები
2023 წლის 11-12 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პირველ საერთაშორისო კონფერენციას “მესამე მისიის როლი უნივერსიტეტებში - ადგილობრივი და გლობალური პერსპექტივა“. კონფერენცია გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში.
SQUARE პროექტის პირველი საერთაშორისო კონფერენციის მიზანი იყო უნივერსიტეტის მესამე მისიით დაინტერესებულ მხარეები ერთ სივრცეში შეეკრიბა და გაემართა დისკუსიები ადგილობრივი და გლობალური პერსპექტივიდან ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა მე-3 მისიის გამოწვევები უნივერსიტეტებში, უნივერსიტეტის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა, სამთავრობო ხელისუფლება და მათი როლი, უნივერსიტეტი-მრეწველობის თანამშრომლობა და უნივერსიტეტები ძლიერი საზოგადოებისთვის. კონფერენციას ადგილზე ესწრებოდა 110 მონაწილე.
ვრცლად პროექტის შესახებ: http://www.square.tsu.ge/
2023
გალერეა