
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გოეთეს ინსტიტუტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ახალი ამბები
2018 წლის 10 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გოეთეს ინსტიტუტთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში ორივე მხარე აქტიურად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ციფრული საუნივერსიტეტო ქსელის ჩამოყალიბებაში. საუნივერსიტეტო ციფრული ქსელის პროექტის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის, ავსტრიისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტები ციფრულ ფორმატში მოამზადებენ ლექციებს შემდეგ სფეროებში:
- განათლება მდგრადი განვითარებისათვის
- ინტერკულტურული და ტრანსკულტურული სწავლება
- კონფლიქტებისა და მშვიდობის კვლევა
- გერმანული, როგორც უცხო ენა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს გოეთეს ინსტიტუტის გენერალურმა მდივანმა, იოჰანეს ებერტმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ.