


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისათვის უბნის წევრთა შესარჩევი კონკურსი
ახალი ამბები
ძვირფასო სტუდენტებო, როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, 2024 წლის 15 იანვარს გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.
მოქმედი საარჩევნო დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით
ცხადდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსი.
8 საარჩევნო უბანზე:
საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი:
N1 - 5 ვაკანტური ადგილი
N2 - 5 ვაკანტური ადგილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი:
N3 - 5 ვაკანტური ადგილი
N4 - 5 ვაკანტური ადგილი
ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი:
N5 - 5 ვაკანტური ადგილი
N6 - 5 ვაკანტური ადგილი
სამართლის სკოლა:
N7 - 5 ვაკანტური ადგილი
N8 - 5 ვაკანტური ადგილი
თითოეულ უბანზე ორი კომისიის წევრის დანიშვნის უფლება აქვს დარეგისტრირებულ სტუდენტურ ორგანიზაციას ,,ანტიპოდები".
განცხადებები მიიღება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (elections2023@iliauni.edu.ge)
კონკურსში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება
2. პირადობის მოწმობის ასლი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 5 იანვარი 18 საათი.
2023