ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისათვის საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაციის შესახებ

ახალი ამბები

ძვირფასო სტუდენტებო, როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, 2024 წლის 15 იანვარს გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.

მოქმედი საარჩევნო დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ დამკვირვებლად შესაბამის საარჩევნო უბნებზე.

განცხადებები მიიღება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით:(elections2023@iliauni.edu.ge)

რეგისტრაციის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. განცხადება
2. პირადობის მოწმობის ასლი.
3. სანოტარო წესით დამოწმებული ორგანიზაციის წესდება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 იანვარი 18:00 საათი

2023

ბანერები