ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თენგო ზირაქაშვილი ძიუდოში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თენგო ზირაქაშვილი ძიუდოში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია. თელავში გამართულ ჩემპიონატზე ზირაქაშვილმა უფროსებს შორის, 66 კგ წონით კატეგორიაში 6 შეხვედრა ჩაატარა და ფინალში ლაშა ნადირაძე დაამარცხა გორიდან.

საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, თენგო ზირაქაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე სწავლობს. ის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტია.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატამდე თენგოს ოქროს მედლები აღებული აქვს ჭაბუკებს შორის ჩემპიონატში - ორჯერ, თითო -თითო ჯერ კი ახალგაზრდებსა და უფროსებს შორის ტურნირებზე.

2023 წლის სექტემბერში ილიაუნის სტუდენტმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს თენგო ზირაქაშვილს გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს როგორც სპორტში, ისე სწავლაში!

2023

ბანერები