
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატება
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარმის უნივერსიტეტის (იტალია) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 18 სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს პარმის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სტაჟირების პროგრამაში TRAININCOMING.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ორი ან სამი თვით გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას პარმის უნივერსიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.
პროგრამაში მონაწილეობა შეეძლო პარმის უნივერსიტეტის 4 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აშშ-დან, ბრაზილიიდან, რუსეთიდან და საქართველოდან. პროგრამის 40 მონაწილეს შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 18 საუკეთესო აპლიკანტიც მოხვდა, რომლებიც 2015-2016 სასწავლო წელს სტაჟირებას გაივლიან პარმის უნივერსიტეტში.