ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დასუფთავების მსოფლიო დღეს შეუერთდნენ

ახალი ამბები

2018 წლიდან CENN USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის“, რომლის მიზანია გარემოს სისუფთავის შენარჩუნება მთავრობის, ბიზნესსექტორისა და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობით. 

21 სექტემბერს მსოფლიო დასუფთავების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კრწანისის ტყეპარკში გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კამპანიის „გარემოს გულისთვის“ პარტნიორმა ორგანიზაციებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თბილისის მერიამ, ველური ბუნების ეროვნულმა და საქართველოს დაცული ტერიტორიების ეროვნულმა სააგენტოებმა, თბილისის მწვანე სკოლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

დასუფთავების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ჩაერთო. სტუდენტებმა კრწანისის ტყეპარკი დაასუფთავეს და ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა. 

#ილიაუნი #გარემოსგულისთვის

#ერთადდავასუფთაოთსაქართველო 

ბანერები