ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების საგრანტო პროგრამის შედეგები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების 2021 წლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის პროფესორთა და მკვლევართა ჯგუფების მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან შეირჩა და დაფინანსდა 11 პროექტი, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 150 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული საგრანტო პროგრამა 2019 წლიდან დაინერგა და ხელს უწყობს როგორც პროფესორ-მკვლევართა მაღალი სანდოობის სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნებას, ისე სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების ინტენსიურ ჩართვას კვლევაში. 2019-2020 წლებში გამარჯვებული პროექტების ფარგლებში უკვე შეიქმნა არაერთი წარმატებული კონსორციუმი, უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით დაინერგა ერთობლივი სასწავლო და კვლევითი პროგრამები, დაიბეჭდა სამეცნიერო სტატიები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში. 2021 წლის საგრანტო პროგრამების ფარგლებში შეიქმნება ახალი სასწავლო პროგრამები, მათ შორის ფსიქო-ფიზიოლოგიაში, ასევე იგეგმება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება ევროპულ უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო პროექტში ჩართვა, რომელიც მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა (science) და ტექნოლოგიების (S&T) სწავლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების შესწავლას.

2021 წელი

ბანერები